„ბერა ივანიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ მამა გახდა მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს“, - ამის შესახებ ვებ-გვერდი „netsport.ge“ წერს, რომელსაც facebook-ის საკუთარ გვერდზე აზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი, მათ შორის მაია ორჯონიკიძე.
„მამაჩემმა ქართველი ხალხი სიღარიბიდან ამოიყვანა და ამის შემდეგ კიდევ პრეტენზია, რომ გექნება”, - ვებ-გვერდის მტკიცებით, ეს სიტყვები ბერა ივანიშვილს ეკუთვნის, თუმცა სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ საქმე გვაქვს ფეიკ ნიუსთან.
რეალურად, ბერა ივანიშვილს მსგავსი განცხადება არ გაუვრცელებია. ირკვევა, რომ სოციალურ ქსელში გაზიარებული „ნიუსი” დეზინფორმაციას წარმოადგენს.