logo_geo
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა
- +

7 დეკემბერი. 2019. 21:10

 

ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. ის 53 წლის იყო. ინფორმაციას imedinews.ge  ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია რეჟისორის ახლობლებმა დაადასტურეს.

 

რეჟისორის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

 

მედიაჰოლდინგ „კვირას“ ინფორმაციით კი, ზაზა ურუშაძე უქმე დღეს ვაკის საცურაო აუზზე ატარებდა და მეგობრებთან ერთად ტენისს თამაშობდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

 

შსს-ში „კვირას“ განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ზაზა ურუშაძე 1966 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა. უმაღლესი განათლება შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში მიიღო, რომელიც 1987 წელს დაამთავრა. 2013 წლის 9 მაისიდან საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე იყო.

 

2013 წელს მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია „მანდარინები“ გამოვიდა. ფილმმა არა მხოლოდ ქართველი მაყურებლის გული მოიგო, არამედ ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე იყო წარდგენილი და ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში იყო ნომინირებული.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი