logo_geo
ნაძალადევის რაიონში, სავარაუდოდ, მხუთავი აირის დაგროვების შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, მისი ძმა კი მძიმე მდგომარეობაშია
- +

9 დეკემბერი. 2019. 10:55

 

ნაძალადევის რაიონში, სავარაუდოდ, მხუთავი აირის დაგროვების შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. მძიმე მდგომარეობაშია მისი 22 წლის ძმაც.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისი ენერჯიში“ განუცხადეს, ბინა 6 თვის წინ იყო შემოწმებული, რა დროსაც ბუნებრივი აირის მიწოდება თვითნებური დაერთების გამო, შეუწყვიტეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი