logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, მე ისინი გადავარჩინე
- +

10 დეკემბერი. 2019. 01:13


გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე, გადაშენების პირას გახლავთ. ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელ ბატონ ზურაბ ბაგრატიონთან ერთად დავდიოდით და ხეებს სწორედ ამ კუთხით ვარჩევდით“, - განაცხადა ჟურნალ „ველურ ბუნებასთან“ ინტერვიუში ბიზნესმენმა და მეცენატმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.

 

როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, ასობით და ათასობით ხე აქვს დარგული. ეს მისთვის ერთგვარი ჰობიც კი არის.

 

შემიძლია გითხრათ, რომ მე ასი ათასობით ხე მაქვს დარგული, შეიძლება ამას ჩემი ჰობი დაარქვათ ან მოთხოვნილება, მაგრამ ყველაფერში ნეგატივის დანახვა და ხალხისთვის სიცრუის ტირაჟირება ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ვირტუალურ რეალობაში ამყოფებენ ჩვენ მოსახლეობას, რათა ყველა მოვლენა მხოლოდ ნეგატიური კუთხით შუქდებოდეს“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი და  ვაჟა–ფშაველას სიტყვებს იხსენებს: გაძლება გვმართებს ბუნება რასაც დაგვადებს ხარკადა!“

 

 

 

big_banner
არქივი