logo_geo
ანიტას მდგომარეობა დამძიმდა, გიორგი გახარია ოჯახს დახმარებას დაჰპირდა
- +

11 დეკემბერი. 2019. 22:50

 

2 წლის ანიტას მდგომარეობა, რომელსაც უმძიმესი დაავადების გამო ოპერაცია ჩაუტარდა,  დამძიმდა. გოგონა იტალიის კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს, თუმცა ოჯახს პრობლემები შეექმნა.

 

როგორც გოგონას ბებია, თამუნა გლურჯიძე წერს, იტალიის კლინიკაში გადასაყვანად, ოჯახს ბიუროკრატიული ბარიერები შეხვდა, რომელთა მოგვარებასაც დრო სჭირდება.

 

ანიტას ბებიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ოჯახს ყველანაირ დახმარებას უწევს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თამარ გლურჯიძე დახმარებას პრემიერ მინისტრისგან ითხოვს.

 

„არ ვიცი როგორ, არ ვიცი რანაირად, დამეხმარეთ ყველა, სასწრაფოდ მჭირდება ხმის მიწოდება უმაღლეს ეშელონებთან, ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია, ათასნაირი წერილის მიწერ-მოწერას ითხოვს ბიუროკრატია, სანამ იტალიის კლინიკაში მოხვდება. ამასობაში დრო გადის და შეიძლება დაგვიანებული იყოს. მივმართავ თხოვნით რიგით ადამიანებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, ყველას - მიმაწვდენინეთ ხმა პრემიერამდე, დამეხმარეთ გადავარჩინო ანიტა. იქნებ მომცეთ საშუალება პირდაპირი ეთერიდან მიმართვის, ან რაიმე სხვა სწრაფი გზა შემომთავაზოთ“, - წერდს სოციალურ ქსელში ანიტას ბებია.



თამარ გლურჯიძემ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აპარატიდან დაუკავშრდნენ და დახმარება აღუთქვეს. 

 

 

big_banner
არქივი