logo_geo
ქართველი ხელოვანები განცხადებას ავრცელებენ
- +

13 დეკემბერი. 2019. 10:48

ქართველო ხელოვანები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„ჩვენ, ქართველი ხელოვანები ვალდებულად მივიჩნევთ, რომ გავაკეთოთ განცხადება, რომელიც დაიცავს საქართველოში საავტორო უფლებებს და ბოლოს მოუღებს მათ ძარცვას გაურკვეველი ორგანიზაციების მიერ. 

 

GCA ქართველ ხელოვანთა საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციაა, რომელიც 1999 წლის 16 აგვისტოს დაარსდა. 20 წლის განმავლობაში ეს ორგანიზაცია ვალდებული იყო ქართველი ავტორების უფლებები დაეცვა. უკვე დიდი ხანია, რაც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბატონი გიგა კობალაძე გვევლინება. სწორედ მისი თაოსნობით უნდა დაეცვა ქართველი ხელოვანების, მუსიკოსების, მხატვრების, მწერლების, პოეტების თუ არქიტექტორების და კიდევ სხვათა უფლებები GCA–ს. მაგრამ აკეთებდა კი ამას?

 

ეს ორგანიზაცია მასიურად არღვევდა ქართველი ხელოვანების უფლებებს - არ უხდიდა მათ კუთვნილ თანხებს და არბიტრარულად წყვეტდა ვისთვის რამდენი გადაეხადა.  ამ ორგანიზაციამ წლების განმავლობაში გაძარცვა არაერთი ცნობილი არტისტი და უხეშად დაარღვია მათი უფლებები.  ხშირ შემთხვევაში, ხელოვანებს, ან საერთოდ არაფერს უხდიდნენ, ან სასაცილოდ შეურაცხმყოფელ თანხებს ურიცხავდნენ და მათ უსამართლოდ აგდებდნენ მათხოვრულ მდგომარეობაში.

 

მაგალითად, GCA-ს უნდა დაეცვა ზურა მახნიაშვილის უფლებები. აი, რას ამბობს ზურა მახნიაშვილი იმაზე, თუ როგორ იცავდნენ მის უფლებებს ამ ორგანიზაციის წევრები:

 

,,GCA-სთან 2012 წლის შემდეგ დავდე კონტრაქტი, თუმცა, მათ გადაუხვიეს საერთაშორისო  სტანდარტებს და თავისი სტანდარტები მოიგონეს. ამბობდნენ, თანდათან გამოვასწორებთო, მაგრამ ისე გავიდა შვიდი-რვა წელი, რომ არავინ აქცევდა ამ ყველაფერს ყურადღებას. მათ შეხვედრებს ვესწრებოდი, სიტყვითაც გამოვდიოდი და ვამბობდი, რომ პრობლემები აუცილებლად უნდა მოგვარებულიყო. GCA-ს არ ჰქონდა შესაბამისი ტექნიკური საშუალებები იმისთვის, რომ გადაემოწმებინათ სად და რამდენჯერ ტრიალებდა კონკრეტული სიმღერა. ამასთან, რუსეთშიც ხშირად ჟღერდა ჩვენი მუსიკალური ნაწარმოებები და სად მიდიოდა აქედან აღებული ფინანსები? ჩვენ კი ვიცოდით, რომ იქიდან მოდიოდა ფინანსები, მაგრამ GCA-ის წარმომადგენლები გვიმალავდნენ. ყოველ სამ წელიწადში ერიცხებოდათ თანხა, მე კი არაფერი ჩამრიცხვია“.

 

გიგა კობალაძის და მისი GCA-ს ხელში, მოტყუებული იყო არაერთი ქართველი ხელოვანი, დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ხდებოდა უამრავი ქართველი ხელოვანის ძარცვა ე.წ. საავტორო უფლებების დაცვის სააგენტოს მიერ.

 

ქართველ ხელოვანებს ფული არ ეძლეოდათ და ამის სანაცვლოდ ხდებოდა გარკვეულ პირთა გამდიდრება. ვინ ახდენდა ქართველი ხელოვანების გაძარცვას ამდენი წლის განმავლობაში?

 

სამაგიეროდ, ბატონ გიგა კობალაძეს ჩაერიცხა დიდი თანხა უკანასკნელი წლების განმავლობაში.  როგორც ჩვენ ვიცით, იგი არც ცნობილი კომპოზიტორია, არც სიმღერების ტექსტების ავტორი, არც სინქრონიზატორი, არც ბესტსელერი მწერალი და არც დიზაინერ-მხატვარი. სამაგიეროდ მან ქართველი არტისტების ხარჯზე დიდი ქონება უკვე გაიფორმა საკუთარ სახელზე.

 

გთავაზობთ ამ ქონების არასრულ სიას, რაც საჯარო ინფორმაციაა: 

 

1. Zestaponi, Batonishvili street N2, dead end 2. (600 m2) (11.08.2008). Bequest (owner Natela Kobaladze) landplot

2. Kobuleti, landplot(07.09.2012) Owner Giga Kobaladze

3. Mtskheta, 600 m2 landplot(24.05.2017) Owner Giga Kobaladze. Loaded by find in “Sakartvelos 
Banki”

4. Khashuri, Vachnadze street N24 600 m2. Landplot building 56.9 m2 (16.03.2007). Handover of 
donations from Liana Tskhovrebashvili

5. Tbilisi, Saakadze Str. N100 545m2 landplot building 282.59 m2, living space 198.11 m2 
(17.11.2006) owners: Liana Svanidze, Shota Skhirtladze. Bequest.

6. Khashuri, Daba Surami, 9 April Street N66, landplot 511 m2, building 220 m2. Handover of 
donations (01.07.2006). Owner Liana Tskhovrebashvili

7. Tbilisi, Brose Str. N12. Landplot 993 m2 Building – 666.59 m2 (01.09.2010) 
Owners: Lela Maisuradze, Tamar Palavandishvili. Company: “Sadazgvevo Kompania Partniori” “Broses - 8”
Gela Maisuradze – 23.43 m2
“Sadazgvevo Kompania Partniori” - 474.88 m2 
“Broses - 8” - 93.4 m2
Tamar Palavandishvili – 56.39 m2 
“Broses - 8” and T.P - 18.47 m2 Loaded by find in “T.B.C Bank”

8. Tbilisi, Ateni Str. N25 Apartment 28 “Georgian Export” (ჯორჯიან ექსპორტი) Ltd. 
Director – Eka Andronikashvili – 50% 
Giga Kobaladze – 50%

9. Tbilisi, Georgian Artists Society. Vazha-Pshavela avenue N47, Apt-Block N2, Apartment N41 
Giga Kobaladze – member of the board and Giorgi Babunashvili, Merab Sepashvili(Famous singer)
(06.04.2011)

10.             Tbilisi, Film Protection and Development Association. Chachava str. N2-4-6-8-10-12, Floor N2. Chairman – Nino Gamrekeli
Members of the board: Giga Kobaladze, Giorgi Imedashvili, David Imedashvili.
(24.06.2010)

11.             L.T.D “სტუდიერი” (Studieri). (22.11.2007) Kostava Str – 1 – lane N33a
Director – Giga Kobaladze – 100%

12.             Tbilisi, Law Firm “Salakaia, Kobaladze, Tutberidze” Rustaveli Ave, 37/37 (27.09.2004) Director – Giga Kobaladze (Shareholders – Malkhaz Salakaia and Giorgi Tutberidze)

13.             Tbilisi, Georgian Association Of Copyright (GSA) (founded in 16.08.1999)
Kostava Str N63, Floor N2 – 329.91 m2
Chairman – Giga Kobaladze.
Members - Aleksandre Vashakidze, Merab Kulukashvili, Tamar Kemularia, Natalia Lomouri

14.             Tbilisi, Georgian Authors Society (SAS) Aghmashenebeli ave. N123 (16.08.1999)
Chairman – Giga Kobaladze
Members – Tamar Kemularia, Natalia Lomouri, Mirian Kululashvili, Aleksandre Kashakidze

 

და ამ ქონებების დასაგროვებლად ფულის დიდი ნაწილი ბატონ გიგა კობალაძეს სწორედაც რომ რუსეთიდან მოჰქონდა.  მას ჰყავდა იქ მფარველები და მეგობრები. თვითონ კი თვალთმაქცურად ამბობდა, რომ „ოკუპაციას ებრძოდა“. ამ დროს ის თავის ძირითად შემოსავალს რუსეთიდან იღებს!

 

ამავე დროს, კობალაძე, რუსეთს უხდიდა ბევრად მეტ ფულს, ვიდრე დავუშვათ იტალიას.  რა უნდა დავარქვათ ამას? 

 

უნდა აღინიშნოს GCA-ს დიდი ხნის მჭიდრო ურთიერთობა ე.წ. რუსეთის  ფედერაციის საავტორო უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან. მაგალითად: რუსეთის  სახელმწიფოს მიერ, აკრედიტებული საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციასთან (RAO) თანამშრომლობას  სარგებელი  მოაქვს როგორც  ქართველი, ასევე  სამამულო (რუსი) ავტორებისა და შემსრულებლებისთვის

 

2017 წელს რუსი ავტორების ნაწარმოებების შესრულებისთვის RAO-ში საქართველოდან GCA-მ გადარიცხა 114,618 ლარი (2,751,038 რუბლი) შედარებისთვის იტალიამ მიიღო 24,600 ლარი. მუდმივად მზარდი სარგებელი (იგულისხმება საქართველოდან რუსეთში გადარიცხული თანხა) მიგვანიშნებს მკვეთრად გამოხატულ ტენდენციაზე: GCA–ს ფოკუსირება რუსი ავტორების მიმართ, განსაკუთრებული ყურადღება უფლებების დაცვაზე და ინტერესების პრიორიტეტულობა.

 

მაშ, სად ვართ ჩვენ დღეს GCA-ს ხელში? ქართველი ავტორები მასიურად იჩაგრებიან - თავიანთ კუთვნილ შემოსავალს არ იღებენ, ხოლო მათი ,,უფლებების დამცველი’’ ბატონი გიგა კობალაძე მათ ხარჯზე დღითი დღე მდიდრდება. 

 

ჩვენ, ქართველი ხელოვანები სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ უნდა შეწყდეს ავტორების ძარცვა. დროა რომ საქართველოში დასრულდეს ხელოვანების მიმართ ასეთი ბარბაროსული დამოკიდებულება და პატივი ეცეს საავტორო უფლებებს.  ჩვენ მოვითხოვთ, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე არტისტების უფლებების უსირცხვილო შელახვაზე და მათ გაძარცვაზე.  ამ საჩივარს კოლექტიური ხასიათი ექნებადა ის მიმართული იქნება GCA-ს მძარცველური პოლიტიკის სამუდამოდ შესაჩერებლად!

 

პატივისცემით,
ქართველი ხელოვანები:
ირაკლი კაკაბაძე
დათო ევგენიძე
რობი კუხიანიძე
ზურაბ რთველიაშვილი​
ზურა მახნიაშვილი
გია ნიკოლაძე
ბექა გელენავა", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

 

big_banner
არქივი