logo_geo
15 დეკემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდი იქნება
- +

13 დეკემბერი. 2019. 16:46

 

13-15 დეკემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღეს, გვიან საღამოს და ღამის საათებში ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.

 

„ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება. 16 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი