logo_geo
თბილისში, „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე მომავალი გურჯაანის მერი ავარიაში მოყვა
- +

14 დეკემბერი. 2019. 14:51

 

თბილისში, „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე მომავალი გურჯაანის მერი ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდნენ მერი არჩილ ხანდამაშვილი და სამი თანამშრომელი. ისინი საგარეჯოს საავადმყოფოში არიან მოთავსებული. მათ პირველადი დახმარება გაუწიეს და სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე საათში დატოვებენ.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გურჯაანის მერიაში განუცხადეს, მერის მანქანას საპირისპიროდ მიმავალი მსუბუქი მანქანა დაეჯახა.

 

„მოხდა მსუბუქი შეჯახება. როგორც ექიმები გვეუბნებიან, ყველა მათგანი მალე დატოვებს სამედიცინო დაწესებულებას“, - განაცხადეს მერიაში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი