logo_geo
სუს-ი: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
- +

14 დეკემბერი. 2019. 14:52

 

 

„ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით.

 

„ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავება ართულებს ადგილზე არსებულ ვითარებას და მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი