logo_geo
საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა
- +

15 დეკემბერი. 2019. 15:55

 

დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა. აქციის ბოლოს ქართველი ექიმის მხარდაჭერის ნიშნად ოჯახის წევრები და აქტივისტები ცოცხალ ჯაჭვში ჩადგნენ.

 

შეგახსენებთ, რომ აქციის წევრები რესპუბლიკის მოედანზე დილის 11:00 საათზე შეიკრიბნენ და დუშეთის რაიონის სოფელ ოძისამდე საავტომობილო მსვლელობით გაემართნენ, სადაც მშვიდობიანი აქციით ქართველი ექიმის პატიმრობაში ყოფნა გააპროტესტეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი