logo_geo
ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე ერეკლე კუხიანიძის განცხადებებზე: ჩვენ არ ავყვებით ამ დეზინფორმაციას
- +

15 დეკემბერი. 2019. 17:06

 

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მისი მეუღლე თამილა ლაფანაშვილი თბილისის საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის განცხადებებს და Facebook-მომხმარებლების კომენტარებს გამოეხმაურა.

 

„მსგავს პროვოკაციებზე ჩვენ არანაირი პასუხი არ გვაქვს. ჩვენ არ ავყვებით ამ დეზინფორმაციას და გვაქვს საქმე გასაკეთებელი, ჩვენი საქმეა ვაჟას მშვიდობიანად და ჯანმრთელად დაბრუნება სახლში. რომ ჩამოვა ვაჟა, თუ რეალური ადამიანები არიან, პასუხს აგებენ სასამართლოს წინაშე და თუ ბოტები არიან, ისედაც განადგურდებიან“, - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

 

ცნობისთვის, ერეკლე კუხიანიძემ გუშინ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ „იდიოტები“ უწოდა.

 

დეპუტატმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დაწერა: „მთელი დღეა ვაკვირდები უბადრუკ და ზღვარსგადასულ სიბინძურეს რაც წამოვიდა ჩემი მისამართით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს“.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი