logo_geo
17 დეკემბრიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს
- +

16 დეკემბერი. 2019. 11:52

 

 

 

17 დეკემბრიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 დეკემბრიდან კვირის ბოლომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

 

დღეს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსი იქნება. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. დღეს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი.

 

 

big_banner
არქივი