logo_geo
ყველა მეზობელს ვეჩხუბე - ბავშვებს ეზოში არ ათამაშებენ!
- +

21 დეკემბერი. 2019. 02:01

 

 

ერთი ჩვეულებრივი დედა ვარ, ორი შვილი მყავს - 10 და 7 წლის ბიჭები. ვცდილობ, კარგი დედა ვიყო და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ სწორად, ჯანსაღად და ბედნიერად გაიზარდონ. მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენს დროში ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული მისიაა.

კვებისა და აღზრდის სირთულეებზე თქვენთან ბევრი წერს, ამჯერად მინდა, ფიზიკურ აქტივობაზე გავამახვილო ყურადღება.

რაც დაიბადნენ, მას მერე მესმის ექიმებისგან და ვკითხულობ ყველგან, რომ ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერზე ყოფნა და ფიზიკური აქტივობა. სუფთა ჰაერი რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე ფუფუნებაა ამაზე აღარ ვდაობთ. აი, ფიზიკური აქტივობა როგორ აქვთ მოგვარებული სხვა დედებს, ძალიან მაინტერესებს.

ვცხოვრობ თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, სადაც ჩემი მეუღლის მშობლებმა საგანგებოდ იყიდეს ბინა სწორედ იმიტომ, რომ შედარებით სუფთა ჰაერზე ყოფილიყვნენ და ბევრი სივრცე ჰქონოდათ ბავშვებს. მაგრამ რად გინდა? უშველებელი ეზო, რომელიც აკრავს კორპუსს, წლების განმავლობაში ჯერ ავტოფარეხებით აითვისეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ახლა კი, მანქანებმა რომ იმატა და ზოგმა კიდევ ფარეხები მაღაზიებად და საწყობებად აქცია, უკვე იმ პატარა სივრცეშიც, რაც დარჩა, ყველგან მანქანებია დაყენებული.

ვუტარებ ბავშვებს ლექციებს იმაზე, რა მავნებელია გაჯეტებთან დიდხანს ჯდომა,

რამდენად აუცილებელია სუფთა ჰაერი, მოძრაობა, ლამის ძალით ვაგდებ ეზოში და იქ ფაქტობრივად, ვერაფერს აკეთებენ. ბურთს ჩაიტანენ, დაუძახებენ სხვებსაც და ხან ერთი მანქანის პატრონი გამოსძახებს, მანქანას არ მოხვდესო, ხან ბინიდან გამოყოფს ვიღაც თავს, ფანჯარას არ მოხვდესო. ბურთსაც გგონიათ, ფეხბურთს თამაშობენ? ხომ გასაგებია, რომ ამ პატარა სივრცეში ფეხბურთს ვერ ითამაშებ. მოიფიქრეს ცალკარა და ერთი დადგება რომელიმე ფარეხის კართან და მეორე ურტყამს ბურთს, მაგრამ 10 წუთიც არაა გასული, მაშინვე უყვირიან. გამორიცხულია ამ სივიწროვეში თამაში, ველოსიპედით სეირნობა, დაჭერობანა და ა.შ. საწყლად დასხდებიან სკამზე და იქაც ასე უმოძრაოდ არიან, ბავშვები ერთმანეთს ესაუბრებიან. ეს თამაშია და ბედნიერი ბავშვობა?

სტადიონი გვაქვს 200 მეტრში. ჯერ ერთი, იქ მარტოებს ვერ ვუშვებ, რადგან სახლის ფანჯრებიდან არ ჩანს და მეშინია. რამდენჯერაც გავყევი ან ცოტა ხნით გავუშვი, ატირებულები დაბრუნდნენ, სხვა კორპუსის ბავშვებს უთქვამთ, ეს ჩვენი სტადიონია და ჩვენ უნდა ვითამაშოთო...

დაწყვეტილი მაქვს ნერვები, ლამის ყველა მეზობელს ვეჩხუბე, ვცდილობ გავაგებინო ხალხს, რომ ბავშვებს ბავშვობას ართმევენ, თავიანთ საკუთარ შვილებსაც, მათ შორის... მაგრამ არ ესმით. სახლში ხომ ვერ გამოვკეტავ მოზარდებს? არც იმხელა სივრცეა შინ, რომ ენერგია დახარჯონ და იმოძრაონ, კელდებიც ისეთი თხელია, პატარა ხმაურზე და ზედმეტ გამოძრავებაზე მეზობელი აკაკუნებს ქვემოდან...

ახლა ერთადერთი გამოსავალი ის მოვძებნეთ მე და ჩემმა მეუღლემ, რომ ვყიდით ამ სახლს, ვიღებთ სესხს და უნდა ვიყიდოთ ბინა ახალაშენებულ კორპუსში, სუფთა ჰაერზე - ლისზე, ბინადარში. კომპლექსში, რომელსაც აქვს დიდი სივრცე, ჯანსაღი დაცული გარემო და რაც მთავარია, დიდი ეზო ბავშვებისთვის...

 

სულ მალე ამ ოცნებას განვახორციელებთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით პრობლემა აღმოიფხვრება...

დიდი იმედი მაქვს, ჩემს წერილს ის ადამიანებიც წაიკითხავენ, ვინც მხოლოდ პირადი ინტერესების გამო ართმევს პატარებს ეზოებს და აკლებს სივრცეს განვითარებისთვის.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი