logo_geo
რატომ არის თბილისი ჭადრების ქალაქი და რა დროს ხდება ჭადარი ალერგიის წყარო
- +

24 დეკემბერი. 2019. 20:48

 

 

თბილისი ჭადრების ქალაქია. გავიხსენოთ სიმღერა, -„როცა ჩაქრება ჭადრებში, ლამპიონების თანება“... დღეს, მოსახლეობისგან ხშირად მოისმენთ პრეტენზიას, დედაქალაქში, უფრო ხშირად ჭადრები, რატომ ირგვება, რომლის ყვავილობის პერიდში ძალიან ბევრ ადამიანს  ალერგია სტანჯავს.

როგორც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განმარტავენ, ჭადარი
დღესდღეობით, ურბანულ გამწვანებაში საკმაოდ პრიორიტეტულ ხედ მიიჩნევს ევროპის ქალაქებში. სხვა ხეებისგან განსხვავებით, ჭადრის ქერქი ერთგვარი ჰაერის ფილტრია და უფრო მეტად უმკლავდება ქალაქში მავნე აირებით და მძიმე მეტალებით დაბინძურებული ჰაერის გაწმენდას. ეკოლოგები მას ჟანგბადის ფაბრიკას და ქალაქის ფილტვებსაც უწოდებენ.

2013 წლის ევროპის წლის ხედ, უნიკალური თვისებების გამო, სწორედ ჭადარი აღიარეს.

მათივე ინფორმაციით, თბილისში, ბოლო წლებში აღმოსავლური ჭადარი (Platanus orientalis) ირგვება, რომელიც სამხრეთ ევროპასა და შუა აზიაში ხშირად გვხვდება გზისპირა გამწვანებაში მიკროკლიმატის გასაუმჯობესებლად. მის ფოთოლს და ფოთლის ზედაპირს აქვს მტვრისა და მძიმე მეტალების (კადმიუმი, ტყვია, ნიკელი, ქრომი) აბსორბციის (შთანთქმის) უნარი. აღსანიშნავია ამ სახეობის მდგრადობა გარემოს დაბინძურების მიმართ. მისი ფოთლის ზოგიერთი მახასიათებელი შესაძლოა გამოყენებული იყოს ჰაერის დაბინძურების ბიოინდიკაციისთვის და ასევე, ის ჟანგბადის ძირითადი წყაროა.

 

“საქართველოში არსებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, ჩვენში გავრცელებული აღმოსავლური ჭადარი ერთ-ერთი მცირედ ალერგიული მცენარეა. ის ხილული ნაწილაკები, რაც საქართველოში ალერგენად მიიჩნევა, სინამდვილეში ჭადრის თესლია, ხოლო ალერგენი თვალით უხილავი მტვერია და წელიწადში მხოლოდ 2-3 კვირის განმავლობაშია აქტიური. ალერგია უმეტესად ადვილად ექვემდებარება მკურნალობას, რასაც ვერ ვიტყვით მძიმე მეტალებით და მავნე აირებით გამოწვეული სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობაზე“, - განმარტავებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში.

 

მათივე ინფორმაციით, ბოტანიკის ინსტიტუტის თავზე დამონტაჟებულია მცენარეთა ყვავილობის დროს მტვრის მარცვლის მთვლელი ხელსაწყო, რომელიც სეზონურად იძლევა იმის საშუალებას, რომ გაირკვეს, თუ რომელი მცენარე არის მაქსიმალური კონცენტრაციით ჰაერში. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით შედგენილია მცენარეთა ყვავილობის წლიური კალენდარი, საიდანაც შესაძლებელია გაირკვეს წელიწადის სეზონების მიხედვით, რომელი მცენარეა დამნაშავე ალერგენი.

კალენდარმა ნათლად აჩვენა, რომ ჭადრის ყვავილობა ემთხვევა სხვა ბალახებისა და მარცვლეულის (სარეველას) ყვავილობას, რომლებიც უფრო მაღალი ალერგენობით ხასიათდებიან. შესაბამისად, ეს მცენარეები არიან დამნაშავე ალერგენები.

 

“ ხაზგასმით შეიძლება აღინიშნოს, რომ ჭადრის ხე ნაკლებად ალერგიული ხეა სხვა მცენარეებთან შედარებით.  შესაბამისად, ჭადრის დარგვა ურბანულ სივრცეში ატარებს გარემოს დაბინძურების შემარბილებელ ხასიათს“, - განმარტავენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში.

 

 

big_banner
არქივი