logo_geo
ილია მეორე: ჩვენი ერი ღვთისგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ
- +

25 დეკემბერი. 2019. 14:57

 

„მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულის“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მისი აღსაყდრებიდან 42 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო წირვა ჩატარდა.

 

„დღეს ნამდვილად არის ისტორიული დღე. ეს არის ღვთის დიდი წყალობა, ღვთის მადლი, რომელიც მოგვეფინა ჩვენ ყველას. მე მადლობელი ვარ ღვთისა და ჩვენი ერისა, რომ მომეცა საშუალება, შემესრულებინა ეს საქმე. ჩვენი ერი ღვთისგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ, სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ. დალოცვილი იყავით. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულის“, – განაცხადა ილია მეორემ.

 

 

big_banner
არქივი