logo_geo
ნანუკამ ბერას დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა – ფოტო ბერუკასთან
- +

26 დეკემბერი. 2019. 02:14

 

 მუსიკოსი ბერა ივანიშვილი 25 წლის იუბილეს ახალ, მამის ამპლუაში შეხვდა. სოციალურ ქსელში მისმა მეუღლემ ბერას გულის ამაჩუყებელი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ახალშობილთან ერთადაა.

 

ცნობილი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი 25 წლის გახდა. სოციალურ ქსელში ბერამ უამრავი მილოცვა მიიღო, თუმცა ყველაზე განსაკუთრებული ალბათ მეუღლის მილოცვა იყო, რომელმაც Iნსტაგრამ-ზე ბერასთან და პატარა ბერუკასთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და სიყვარულში საჯაროდ გამოუტყდა.

 

 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოჯახში პატარა ბერუკა 29 ნოემბერს დაიბადა. როგორც ცნობილია, ბერამ და ნანუკამ შვილს სახელი მათი სახელების შერწყმის შედეგად დაარქვეს – ბერ (ბერ-ა) + უკა (ნან-უკა). ცოტა ხნის წინ ბერამ და ნანუკამ Iნსტაგრამ-ზე ახალშობილის უსაყვარლესი ფოტოები გამოაქვეყნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნანუკა გუდავაძემ სახლში იმშობიარა და მშობიარობას ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მე­ა­ნი ესწრებოდა სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან.

 

 

 აღსანიშნავია, რომ ზაფხულში მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ნიგერიელი გოგონას ნათლია გახდა. როგორც ჩანს, მას ძალიან უყვარს ბავშვები და თავისი პატარას დაბადებას მოუთმენლად ელოდა. წყვი­ლის ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გასული წლის სექტემბერში გავ­რცელ­და. პირველი, რაც ბერა ივანიშვილის მომავალ მეუღლეზე გახდა ცნობილი, ის არის, რომ ის ყოფილი მოდელია და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. მასმედიაში წერენ, რომ 14 წლის ასაკში ის დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. ამჟამად გოგონას მოდის ბლოგერს უწოდებენ.

 

 

ახალგაზრდების ჯვრისწერა შარშან, 11 ნოემბერს, სვეტიცხოველში გაიმართა. მცხეთელების თქმით, ასეთი საზეიმო ჯვრისწერა ბოლოს ბაგრატიონების შთამომავლების შეუღლებისას ნახეს. „ამიერიდან და სამუდამოდ", „ქმარი და ცოლი" – ასე დაასათაურეს თავიანთი პოსტები საოცარი ფოტოებით ახლად შეუღლებულებმა. ფოტოებზე ისინი „სამოსელი პირველის“ საქორწინო ტანსაცმელში არიან. ფოტოებზე აღბეჭდილია ჯვრისწერის მთავარი და ბედნიერი მომენტები.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი