logo_geo
„უკვე ვეღარც ვმალავ“ - ნინო სურგულაძე ტყუპს ელოდება
- +

26 დეკემბერი. 2019. 16:57

 

მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე მალე ტყუპის დედა გახდება. ამის შესახებ მან თავად „მთავარის“ დილის ეთერში განაცხადა.

 

„ჩემთვის საკმაოდ შოკისმომგვრელი იყო, უკვე ვეღარც ვმალავ. რაღაც პერიოდი ამაზე არ ვსაუბრობდით. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს იმდენად სასიხარულოა ჩემთვის პირადად, ყოველთვის ამაზე ვოცნებობდი, მაგრამ რაღაცები ხდება ცხოვრებაში, მაშინ როდესაც ამას არ ელოდები. ვარ ძალიან ბედნიერი, ეს ბევრად დიდ ენერგიას მომცემს, ბევრად დიდ სტიმულს,. თან ორს ველოდები. მე თვითონ ვარ ძალიან შოკირებული და ყველა ჩემიანი. სულ მეკითხებოდნენ ამაზე როდის, რა და მე არ მქონდა ამაზე პასუხი, შეუძლებელია, ვანგა უნდა იყო.. თან ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ნუ, ასე მოხდა...“, – ამბობს სურგულაძე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი