logo_geo
თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა
- +

27 დეკემბერი. 2019. 12:28

 

ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს გასართობ ცენტრში უმასპინძლა. საახალწლო ღონისძიებაზე მინისტრმა დაღუპული სამხედროების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, წარმატება უსურვა და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად საახალწლო საჩუქრები გადასცა.

 

საახალწლო ღონისძიებაზე ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასართობი ცენტრის ატრაქციონებითა და ბოულინგით ესარგებლათ. სპეციალურად ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის ინტელექტუალური და სახალისო თამაშებიც გაიმართა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი