logo_geo
ვაჟა გაფრინდაშვილის ძმა: ვაჟას არაფერი უღიარებია
- +

28 დეკემბერი. 2019. 19:47

 

 

„ვაჟას არაფერი უღიარებია“, - ამის შესახებ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ძმამ, ლევან გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს ექიმის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

 

„პირველად, დღეს დილას ვნახეთ სახლში. იქ, ნორმალურად ექცეოდნენ, არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. თავს ნორმალურად გრძნობს, ჯანმრთელობის მხრივ მშვენივრად არის. დანარჩენს დაწვრილებით ბრიფინგზე, ალბათ, თვითონ იტყვის. მისი გათავისუფლება, აბსოლუტურად, მოულოდნელი იყო. არავის გავუფრთხილებივართ, წინასწარ არვის არაფერი უთქვამს“, - განაცხადა ლევან გაფრინდაშვილმა.

 

რაც შეეხება ოსური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ე.წ პრეზიდენტის ანატოლი თიბილოვის შეწყალების შედეგად გათავისუფლდა პატიმრობიდან ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ექიმის ძმა პასუხობს, რომ „მას არაფერი უღიარებია“.

 

„მას არაფერი უღიარებია. თვითონ წერილი მისწერა, მაგრამ აღიარება ნამდვილად არ არის იმ წერილში. იმათი ოფიციალური, საბოლოო დასკვნა არ გვაქვს. ამ წერილში აღიარება არ არის, დანარჩენს, ყველაფერს ვაჟა მოგახსენებთ“, - განაცხადა ლევან გაფრინდაშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი