logo_geo
ბიძინა ივანიშვილი ეროვნული კულტურის შესახებ მეცნიერული ნაშრომის პრეზენტაციას ესწრება
- +

29 დეკემბერი. 2019. 13:20

 

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ" და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი ეროვნული კულტურის შესახებ მეცნიერული ნაშრომის პრეზენტაციას მართავს, რომელსაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრება. ღონისძიებას ასევე ესწრება განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

 

„ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, წიგნის შექმნის იდეა ამერიკული საგამომცემლო სახლის NOVA SCIENCE-ის პრეზიდენტს ფრენკ კოლუმბუსს და მისი მეუღლეს, ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს ეკუთვნით.

 

მათ 2010 წელს ამ იდეის განხორციელება სთხოვეს ეთნომუსიკოსს და ლოტბარს ანზორ ერქომაიშვილს და გამოცემის ხარჯი თავად უზრუნველყვეს.

 

„პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილმა. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ფინანსურად უზრუნველყო პროექტის მომზადება, რაც გულისხმობდა საძიებო სამუშაოების შესრულებას, ფოტო, ვიზუალური, აუდიო და ვიდეო მასალის აღდგენა-გასუფთავებას, ორიგინალური მასალების დამზადებას, ნაშრომების შექმნას, რედაქტირებას, ინგლისურ ენაზე თარგმნას და სხვ.

 

სამტომეულის ავტორების მიზანია ეს ნაშრომი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უმსხვილეს არქივებსა და ბიბლიოთეკებს დაეგზავნოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი