logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: ის, რომ პოლიფონიის და ღვინის სამშობლო საქართველოა, კარგად აისახება ქართველი კაცის ხასიათში
- +

29 დეკემბერი. 2019. 17:39

 

„გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქართული კულტურის ისტორიაში ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღეა, რამეთუ ჩვენ მოწმენი ვართ უნიკალური გამოცემის“, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ეროვნული კულტურის შესახებ მეცნიერული ნაშრომის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„რა თქმა უნდა, ყველას ვინც 10 წლის განმავლობაში ასე უხმაუროდ, სამშობლოს სიყვარულით ამ დიდ შრომას ახერხებდა და საბოლოო ჯამში, ეს მთელმა მსოფლიომ იხილა, გამოცემა, რომელიც დაურიგდა ყველა ბიბლიოთეკას, კულტურის ცენტრებს მსოფლიოში, ინგლისურენოვანია მოგეხსენებათ და შეიძლება იყოს ეს უნიკალური წიგნი. მსგავსი გამოცემა შეიძლება ისტორიაში არ ყოფილა, რომ მსოფლიოს ინგლისურ ენაზე, ასე დაწვრილებით გააცნოს ჩვენი მდიდარი კულტურის ისტორია.

 

ვინც იყო იდეის ავტორი, ანზორ ერქომაიშვილი ჩემთვის არის ზნეობრიობის, ღირსების, სამშობლოს სიყვარულის ეტალონი, რომელიც უჩუმრად, ათწლეულები ემსახურება ქართულ კულტურას, აღადგენს, აცნობს, გამოსცემს და აგრძელებს მას“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება ქართულ ღვინოზე და ფოლკლორის პოლიფონიურობაზე გაამახვილა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„მე მაინც კიდევ ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, ბოლოს ამ თემას არ ვეშვები და მე მგონია, რომ სწორი მიგნება მაქვს - ის, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ამავდროულად, პოლიფონიის სამშობლოა, არაფერი შემთხვევითი არაა. თუ ნახავთ ჩვენს თითოეულ კუთხეს, იმერეთი, ქართლ-კახეთი, გურია თუ სამეგრელო, ყველას არ ჩამოვთვლი, პოლიფონიურ ჩვენს ფოლკლორს, შეიძლება არც ნახო ქართველი კაცი და ისე მოახერხო გაცნობა ხალხური სიმღერით. მაგრამ ის, რომ პოლიფონიის სამშობლო და ღვინის სამშობლო საქართველოა, მემგონი ეს არ არის შემთხვევითი, რომელიც კარგად აისახება ქართველი კაცის ხასიათში. ჩემი აზრით, ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მონაპოვარი სწორედ ამ ორ შედევრზე დგას, რომელსაც ქართული სუფრა და მისი წესი, თავის თამადით ეწოდება“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი