logo_geo
მამუკა მდინარაძე: რუსული "იოლკა" ვერ დავდგით, ასეთია ნამდვილი ნაძვის ხე
- +

29 დეკემბერი. 2019. 22:09


​მმართველი პარტია "ქართული ოცნების" წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, დედაქალაქში შექმნილ საახალწლო განწყობას ეხმიანება და აცხადებს, რომ ასეთი სილამაზე თბილისში საამაყოა.



"არ ვიცი მსოფლიოს ქვეყნების, რამდენ დედაქალაქში იქნება ასეთ სილამაზე. გუშინ, ღამის პირველ საათზე გამოვიარე და რუსთაველის გამზირი გადაჭედილი იყო. ყველა ცდილობს, რომ ეს სილამაზე ნახოს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ რესპუბლიკის მოედნიდან თბილისის მერის, კახა კალაძის ფეისბუქლაივში ჩართვისას.   

 

მამუკა მდინარაძემ ნაძვის ხის კრიტიკოსების მისამართითაც აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე არის ტრენდული. 

 

"რუსული "იოლკა" ვერ დავდგით, ასეთია ნამდვილი, ტრენდული და მართლა გემოვნებიანი. მინდა ასეთი გახარებული იყოთ მთელი წლის განმავლობაში. ჩვენ ქვეყანას ვუსურვო გამთლიანება, ეკონომიკური წინსვლა. ჩვენ, ყველა ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. როგორც კახი არ იძინებს დღე და ღამე, ისე არ უნდა დაიძინოს არავინ. ჩვენს ემიგრანტებს მივესალმები და ბევრ წარმატებას და ჯანმრთელობას ვუსურვებ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.   

 

 

 

big_banner
არქივი