logo_geo
ცოტნე გამსახურდია მკურნალობას უცხოეთში გააგრძელებს
- +

30 დეკემბერი. 2019. 11:29

 

 

 

ცოტნე გამსახურდია მკურნალობას უცხოეთში გააგრძელებს. მისი მეუღლის, ანა ჯაბაურის განმარტებით, პირველი პრეზიდენტის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა.

 

ჯაბაურის განცხადებით, ამის გამო უახლოეს დღეებში ცოტნე გამსახურდიას სამკურნალოდ გერმანიაში ან თურქეთში გადაიყვანენ.

 

„ცოტნეს მდგომარეობა სტაბილურია. განმეორებით ჩატარებულმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ მცირე დადებითი დინამიკა აჩვენა. ხვალ ან ზეგ მას გერმანიაში ან თურქეთში გადავიყვანთ“, - განაცხადა ჯაბაურმა.

 

პირველი პრეზიდენტის შვილი 19 დეკემბერს, ვერაზე, თავის სახლთან დაჭრეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 5 ადამიანი 20 დეკემბერს დააკავა. 22 დეკემბერს სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე 4 დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა, 1 კი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი