logo_geo
ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, თუმცა უმნიშვნელო დადებითი დინამიკა შეინიშნება
- +

30 დეკემბერი. 2019. 12:55

 

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ექიმმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ამის მიუხედავად უმნიშვნელო დადებითი დინამიკა შეინიშნება.

 

„პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურად მძიმე რჩება. საკონტროლო გამოკვლევებში რაიმე ტიპის ცვლილება ნანახი არ არის. შესაბამისად, დღეისათვის მკურნალობის მოცულობა რჩება უცვლელი. კვლავინდებურად რჩება მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში, სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ. შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელო დადებითი დინამიკა არის,“ - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

 

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი.

 

 

 

 

big_banner
არქივი