logo_geo
ახალი წლის დღეებში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებული 7 ბავშვი კვლავ კლინიკაში რჩება
- +

3 იანვარი. 2020. 20:39

 

 

ახალი წლის დღეებში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებული 8 არასრულწლოვნიდან, რომლებიც იაშვილის კლინიკაში შეიყვანეს, 7 ამ დრომდე კლინიკაში რჩება და მკურნალობას განაგრძობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

 

მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ კლინიკიდან უახლოეს დღეებში გაწერენ.

 

„არასრულწლოვნებს დაზიანებები კიდურებზე, ხელის მტევნებზე აღენიშნებოდათ. შვიდივე მათგანს ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადეს კლინიკის პრესსამსახურში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი