logo_geo
სამედიცინო ცენტრ „იავნანაში” აცხადებენ, რომ გრიპის ვირუსით მიმართვიანობამ ბოლო ორ კვირაში მკვეთრად მოიმატა, თუმცა ახლა კლების ტენდენციაა
- +

5 იანვარი. 2020. 22:30

 

გორის დედათა და ბავშვთა კლინიკა „იავნანაში” აცხადებენ, რომ გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ ბოლო ორ კვირაში მკვეთრად მოიმატა, თუმცა ახლა კლების ტენდენცია შეინიშნება.

 

როგორც სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და ვირუსული გართულებების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

კლინიკაში განმარტავენ, რომ ჰოსპიტალიზაცია პაციენტების 20  პროცენტს სჭირდება.

 

დღეის მდგომარეობით, სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ ყველა საწოლი, მათ შორის სათადარიგო დაკავებულია.

 

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომართვიანობამ მკვეთრად მოიმატა. საშუალოდ 50 პაციენტს ღებულობს კლინიკა. აქედან დაახლოებით 20 პროცენტი თავსდება სტაციონარში. რაიმე კრიტიკული შემთხვევა არ გვქონია. ახლა უფრო მიდის ტენდენცია კლებისკენ და არა მატებისკენ. ძირითად ვირუსული ინფექციის დიაგნოზით არიან პაციენტები სტაციონარში. გამოხატულია ცხელება, გულის რევა, თავის ტკივილი. საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან. რაიმე რთული შემთხვევა არ გვქონია”, - განაცხადა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანას“ პედიატრ-ინფექციონისტმა თამილა გოგიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი