logo_geo
გოგა ხაინდრავა: როგორც კი ევროსასამართლო პოლიტიკურ სფეროში გადავა, ის დაკარგავს თავის ხიბლს...
- +

6 მარტი. 2017. 20:19


 

„იმედი მაქვს, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებულ და მოტივირებულ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს სტრასბურგის მოსამართლეთა პალატა, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პროცესები პოლიტიკურ სიბრტყეში გადავა", - ამ სიტყვებით კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც ხაინდრავა აღნიშნავს, სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელი „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და თუ მას მხარს დაუჭერენ, ეს ევროპული პარლამენტს  მნიშვნელობას დააკარგვინებს.


„სტრასბურგი ძალიან დამახასიათებელია იმ მოვლენებისთვის რომელსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მთელს მსოფლიოში. აბსოლუტურად უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც სიცრუეზე და სიყალბეზეა დაყრდნობილი, იმიტომ რომ 5 პუნქტი, რომელიც განხილული იყო სტრასბურგში და რის საფუძველზეც ჩემი ღრმა რწმენით ანგაჟირებულმა ადამიანმა ვინმე უცნობმა, ინკოგნიტო მოსამართლემ მიიღო, რომელიც სტრასბურგის ისტორიას არ ახსოვს და რომელიც არასოდეს არ გამოიყენებოდა კერძო დავებთან მიმართებაში და მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გამიოყენებოდა, როდესაც კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე იდგა საფრთხის ქვეშ. რომელმაც შეცვალა ქეისი ან შეცვლის. იმედი მაქვს, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებულ და მოტივირებულ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს სტრასბურგის მოსამართლეთა პალატა, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პროცესები პოლიტიკურ სიბრტყეში გადავა. საერთაშორისო სასამართლოს მთელი მნიშვნელობა და მისი ავტორიტეტი დარჩეს სამართლებრივ სფეროში და არა პოლიტიკურში. როგორც კი სტრასბურგის სასამართლო პოლიტიკურ სფეროში გადავა ის დაკარგავს თავის ხიბლს და მნიშვნელობას", - აღნიშნა ხაინდრავამ.



 

big_banner
არქივი