logo_geo
კახა კალაძე: გილოცავთ ყველას, ვის გულშიც უფალი იშვა
- +

7 იანვარი. 2020. 01:08

 

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

 

„გილოცავთ შობის დღესასწაულს! გილოცავთ სიკეთის დაბადებას! გილოცავთ ჩვენს გულებში გაჩენილ იმედის სხივს, რომელიც გვავსებს რწმენით და გვაძლევს ძალას, გვჯეროდეს სიყვარულის მარადიულობის! გილოცავთ ყველას, ვის გულშიც უფალი იშვა. მინდა, გისურვოთ კეთილდღეობა და მშვიდობა თქვენ ოჯახებში. მინდა, ვისურვო ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, მეტი სიყვარული ერთმანეთის, მეტი ერთობა და გამთლიანება. შობას გილოცავთ!“ – ნათქვამია თბილისის მერის მილოცვაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი