logo_geo
მეუფე დიმიტრი: ვისაც დეკანოზ მამალაძის გათავისუფლება სურს, ერთ-ერთი საპატრიარქოა
- +

7 იანვარი. 2020. 12:13

 

 

„ვისაც დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლება სურს, ერთერთი საპატრიარქოა“, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეკანოზს შეიწყალებდა.

 

„მოლოდინი მქონდა, რომ გათავისუფლდებოდა, რადგან სინოდმა მივიღეთ გადაწყვეტილება და მივმართეთ შუამდგომლობით. ის, რომ მისი ძმა გამოვიდა და იძახდა რაღაც დიალოგზე პრეზიდენტთან - ეს სრული აბსურდია. ამ ადამიანს ახასიათებს ქოსატყუილობა. პატრიარქი პირისპირ მას არ შეხვედრია. შეხვდა ასობით ადამიანის თანდასწრებით და ამ თემაზე არ ყოფილა არანაირი საუბარი. მე ვიცი პატრიარქის განწყობა, რადგან ბოლო სინოდის წინა დღეს პირადად მე მესაუბრა და მისი ინიციატივა იყო, რომ შეგვეწყალებინა. თქვა, რომ ეს ცოდვის ორომტრიალი უნდა დასრულდეს. მეორე დღეს დააყენა საკითხი სინოდზე შეწყალებაზე. რა მოხდა არ ვიცი, პრეზიდენტმა თქვა სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს თავზეო. ბატონ მარგველაშვილსაც მივმართე თხოვნით, როცა ის პრეზიდენტი იყო - ორჯერ. მაძლევდნენ პირობას, რომ შეიწყალებდნენ. მაშინაც ვერ მოხერხდა. ვისაც დეკანოზ მამალაძის გათავისუფლება სურს, ერთერთი საპატრიარქო და ეკლესიაა, იმიტომ, რომ ოდესღაც ხომ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი. მოვისმინე პრეზიდენტის არგუმენტებიც. მეუცნაურა პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფაზე საუბარი, თუმცა მე ეს იმით გავამართლე, რომ ამ ხნის მანძილზე მორალური ტერორი იყო დეკანოზ მამალაძისგან, ჭყონდიდელყოფილისგან ყოველთვის პატრიარქის მიმართებაში“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა.

 

 

 

big_banner
არქივი