logo_geo
თავდაცვის მინისტრი სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო
- +

7 იანვარი. 2020. 16:26

 

 

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის, იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საშობაო ლიტურგიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო.

 

მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

 

წირვას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

 

ლიტურგიის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილმა მრევლმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი