logo_geo
მიხეილ ცაგარელი: იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით
- +

7 იანვარი. 2020. 23:16

 

 

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 7 იანვრის პროგნოზზე „ფორტუნასთან“ საუბრობს:

 

„ნუ ენდობით სხვების აზრს, იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით. პატივი ეცით რელიგიურ და ეთნიკურ ტრადიციებს, ყურადღება გამოიჩინეთ წვრილმანი საქმეების შესრულებისას და მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას.

 

პოზიტიური და ნეგატიური დღე - სასიკეთოდ წარიმართება შეხვედრები და მოპალარაკებები, პოზიტიური დღეა საბანკო, საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად და ხელშეკრულებების, ოფიციალური დოკუმენტების გასაფორმებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

 

ჯანმრთელობა - გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. მოერიდეთ ჩაკეტილ უჰაერო სივრცეს. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, მხრებს და ხელებს.

 

დღის ფერები და მინერალები - ცისფერი, ნარინჯისფერი, იისფერი, კრემისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ასევე ტოპაზი, იაგუნდი, აქვამარინი, სერდოლიკი და ნეფრიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

 

ზოდიაქოს ნიშნები - იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, უსიამოვნებებს უნდა ელოდონ ქალწული, მორიელი და თევზები“, - აცხადებს ასტროლოგი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი