logo_geo
„ძროხა რომ მისცე, რას უზამს?!“ - რა მოხდა არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრაზე
- +

6 მარტი. 2017. 22:19



საპარლამეტო უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს, შაბათს, ოზურგეთში მცირე ბიზნესის განვითარებაზე და „აწარმოე საქართველოს" პროგრამებზე საჯარო შეხვედრა ჰქონდა.


დარბაზში მოქალაქე ადგა და სიტყვა ითხოვა - შარშან გრანტი მივიღე და სოიოს ბიზნესი დავიწყეო...


ჩაყო ხელი ჩანთაში და ამოიღო სოიოს ყველი ვაკუუმპაკეტში და დაბრენდილი - ყველს ვაწარმოებო; ჩაყო ხელი კიდევ ჩანთაში და ამოიღო დაბრენდილი რძე  - რძეს ვაწარმოებო; ისევ ჩაყო და ამოიღო კატლეტები...


მეორე გურული იძახის დარბაზიდან: - შეხედეთ, სოიოს რას უშობა და ძროხა რომ მისცე, რას უზამსო.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი