logo_geo
განათლების სამინისტრო სკოლებში არდადეგების 20 იანვრამდე გახანგრძლივების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს
- +

10 იანვარი. 2020. 13:58

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სასწავლო პროცესის დაწყება შეიძლება 20 იანვრამდე გადაიდოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყება გადაიდოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესაბამისი რეკომენდაცია უნდა არსებობდეს.

 

უწყებაში აცხადებენ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ამ დროისთვის, განათლების სამინისტროსთვის მსგავსი რეკომენდაციით არ მიუმართავს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში განუმარტეს, ისინი ვერ ხედავენ აუცილებლობას, გრიპის ვირუსის გამო, განათლების სამინისტროს, სკოლებში ზამთრის არდადეგების გახანგრძლივების რეკომენდაციით მიმართონ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი