logo_geo
პატარა ანიტასთვის მომდევნო 24 საათი კრიტიკული იქნება
- +

12 იანვარი. 2020. 02:20

 


პატარა ანიტას გულშემატკივრებისთვის, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით, ოპერატიულად ვრცელდება. ბოლო ინფორმაციით, ბავშვს ამოეტუმბა ფილტვებში ჩამდგარი სითხე, სისხლი, მოისპო ინფექციის კერა და ჩაინერგა აპარატი, რომელიც გულს ორი თვის განმავლობაში ხელოვნურად ამუშავებს. ამ ეტაპზე ანიტა ხელოვნური ძილის მდგომარეობაშია.

ბოლო კვლევების მიხედვით, მას სისხლში ამოეთესა ერთი-ერთი სოკოს და ინფექციის სახეობა. დგება დიალიზის ჩატარების საჭიროება.

 

როგორც იცით, გასულ ღამეს დადგა ეკმოს აპარატის ჩანერგვის სასწრაფო საჭიროება. რადგანაც პირველი აპარატი ანიტას ორგანიზმმა არ შეითვისა, გამთენიისას გადაწყდა სხვა სახის აპარატის ჩადგმა. ოპერაცია 4-5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.  როგორც ექიმები ვარაუდობენ, შემდეგი 24 საათი იქნება კრიტიკული, თუმცა ამის შემდეგ გულის აპარატი დაიწყებს მუშაობას, რაც სხვა ორგანოებსაც დაეხმარება“, - იტყობინება  ლეილა ცინცაძე-მელიქიძე.

 

 

big_banner
არქივი