გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 14 იანვრამდე, საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ რეგიონებში) წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი.
ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.