logo_geo
ილია მეორე: მწამს, რომ, მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას
- +

12 იანვარი. 2020. 15:02

 

ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში, მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საშობაო მილოცვა გადასცეს.

 

მილოცვაში აღნიშნულია:

 

„ქრისტეს მიერ საყვარელო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, უხუცესნო და ყრმანო, უძლურნო და სნეულნო, საპყრობილეში შინა და საავადმყოფოში მყოფნო, ქრისტე იშვა! გიხაროდეთ! მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენ ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი, მაგრამ, მწამს ისიც, რომ, მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას და უფალთან ერთად აღდგება და გაიხარებს.

 

გულითადად გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს! ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა, ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენთან! ამინ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II“, - ნათქვამია კათოლიკოს პატრიარქის საშობაო მილოცვაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი