logo_geo
ავთანდილ წერეთელმა საზღვარგარეთ მკურნალობისთვის ქვეყნიდან გასვლის ნებართვის თხოვნით პროკურატურას მიმართა
- +

13 იანვარი. 2020. 13:17

 

 

ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა პროკურატურას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, ქვეყნიდან გასვლის ნებართვის თხოვნით მიმართა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა კახა წერეთელმა განუცხადა, შესაბამისი განცხადება მან პროკურატურაში დღეს შეიტანა.

 

მისივე ინფორმაციით, ავთანდილ წერეთელი მკურნალობას უცხოეთში გეგმავს, ქვეყნის დასატოვებლად კი მას ნებართვა სჭირდება.

 

„მივმართეთ პროკურატურას. მოვითხოვეთ ნებართვა, რომ ავთანდილ წერეთელმა დატოვოს ქვეყანა 19 იანვრიდან - 30 იანვრის ჩათვლით. განცხადებას თან დავურთეთ სამედიცინო დაწესებულებიდან შესაბამისი დოკუმენტები და ავიაბილეთები. გვაქვს პოზიტიური მოლოდინი. ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილება 2 დღეში იქნება ცნობილი“, - განაცხადა ადვოკატმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი