logo_geo
ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ ვთვლით, რომ არდადეგები გახანგრძლივდეს ან სწავლის პროცესი შეწყდეს
- +

13 იანვარი. 2020. 18:08

 

 

„ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვთვლით მიზანშეწონილად, რომ არდადეგები გახანგრძლივდეს ან სწავლის პროცესი შეწყდეს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ამირან გამყრელიძის თქმით, იანვრის მეორე კვირაში, პირველ კვირასთან შედარებით, გაზრდილია როგორც მიმართვიანობის, ასევე ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.

 

„იანვრის მეორე კვირაში 219 მიმართვიანობა გვაქვს 100 ათას მოსახლეზე, ანუ გვაქვს მსუბუქი ზრდა. ასევე 3%-ით მომატებულია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საავადმყოფოებში, მწვავე რესპირატორული ინფექციებით. ეს მაჩვენებელი 22%-იდან, დაახლოებით, 25,3%-მდე გაიზარდა. მაგრამ ორივე ეს ინდიკატორი, რითაც ჩვენ ვზომავთ ეპიდსიტუაციას ქვეყანაში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არის შემცირებული. გრიპის სეზონი გრძელდება მარტის ბოლოს ან აპრილის შუა რიცხვებამდე. ამიტომ, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და უნდა დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გრიპის პრევენციისა და პროფილაქტიკისთვის იძლევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

გამყრელიძის ინფორმაციით, დღეისთვის 96 900 ადამიანია აცრილი გრიპის ვირუსის წინააღმდეგ და ქვეყანას კიდევ აქვს ვაქცინის საკმარისი მარაგი.

 

 

big_banner
არქივი