logo_geo
7 მარტს „ყვარყვარე თუთაბერის“ ავტორი - პოლიკარპე კაკაბაძე დაიბადა!
- +

7 მარტი. 2017. 12:35



1893 წლის 7 მარტს სოფელ დიდ კუხში დაბადებულა ქართული, მე ვიტყოდი, მსოფლიო კომედიოგრაფიის საუკეთესო ნიმუშის - „ყვარყვარე თუთაბერის" შემქმნელი პოლიკარპე კაკაბაძე.

„არიან მწერლები, ხელოვანები თუ სხვა დარგის წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყნის თუ მსოფლიო ისტორიაში მხოლოდ ერთი შედევრით შედიან. საქართველოს სინამდვილეში - შოთას, ჭაბუას და სხვათა გვერდით - აუცილებლად დავასახელებდი პოლიკარპე კაკაბაძეს და მის შედევრალურ ყვარყვარეს, როგორც ყველა დროისა და ეპოქისთვის დამახასიათებელ გმირს. დარწმუნებული ვარ, თუ დედამიწა და მასთან ერთად საქართველოც იარსებებს, ყვარყვარე და ყვარყვარიზმი ყოველთვის აქტუალური იქნება პოლიტიკითა და პოლიტიკოსებით დატვირთულ და გადაღლილ სამყაროში...

 

ყველა სახელმწიფოს, ქალაქსა თუ სოფელს ყოველთვის ყავდა, ყავს და ეყოლება საკუთარი ყვარყვარე(ები). რას იზამთ...

 

როგორც გამეგრელებული ყვარყვარე იტყოდა, c'est la vie ..." - თეა ფირცხალავა.


პოლიკარპე კაკაბაძე გარდაიცვალა 1972 წელს. იგი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


 

ფოტოზე: კორნელი სანაძის „პოლიკარპე კაკაბაძის პორტრეტი".

 

 

 

big_banner
არქივი