logo_geo
სირიის რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა მთავრობამ იდლიბის პროვინციაში დაბომბვა განაახლა
- +

15 იანვარი. 2020. 18:11

 

 

სირიის რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა მთავრობამ იდლიბის პროვინციაში დაბომბვა განაახლა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ადგილობრივ წყაროებზე დაყრდობით ავრცელებს.

 

„რუსული ბომბდამშენები გასული ღამიდან მოყოლებული მიზანში იღებენ სხვადასხვა ადგილებს. ისინი ამ წუთებშიც დაფრინავენ“, - განუცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა გამოცემას.

 

მისივე თქმით, ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ არ ვრცელდება, რადგან ეს ტერიტორიები ხალხისგან ფაქტობრივად დაცლილია და თავდასხმა სკოლების, მეჩეთების და ადგილობრივი ბიზნესის შენობებზე ხორციელდება.

 

ცნობისთვის, კვირას ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიერ დაანონსებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც მის მთავარ მოკავშირე ბაშარ ალ ასადსა და თურქეთის მიერ მხარდაჭერილ აჯანყებულებს შორის გაფორმდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი