„ეპიდემიის საფრთხე არ არის, ვინაიდან მიმართვიანობა არ არის იმაზე მეტად გაზრდილი, რაც ჩვენ გვქონდა წინა წლებში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.
„ჩვენ ვაწარმოებთ ყოველდღიურ მონიტორინგს და აღრიცხვას, თუ რამდენი პაციენტი მიმართავს დღის განმავლობაში კლინიკას, ეპიდემიის საფრთხე არ არის“, - აღნიშნა ტიკარაძემ.