გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაეცემა, თბილისში კი -4 გრადუსია მოსალოდნელი.
16 იანვარს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი - 20/25 მ/წმ-ში. საშუალო ტემპერატურა დღისით +7; +12 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი მცირე ნალექია მოსალოდნელი, უმეტესად თოვლის სახით. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0; +5 გრადუსი იქნება. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში თოვლჭყაპი და ნისლია ნავარაუდევი. თბილისში დღისით 3 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.
17 იანვარს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, თბილისში - თოვლჭყაპი და ნისლია ნავარაუდევი.
18 იანვარს, დასავლეთ საქართველოში მცირე ნალექია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ტემპერატურა დაიკლებს და ზოგიერთ რაიონში -8 გრადუსამდე დაეცემა. რაც შეეხება თბილისს, 18 იანვარს დედაქალაქში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, დღისით +7 გრადუსი, ხოლო ღამით -4 გრადუსი იქნება.