logo_geo
ბათუმში მდებარე სარაგბო ბაზას ფონდი „ქართუ“ ქალაქის მერიას საზეიმოდ გადასცემს
- +

7 მარტი. 2017. 13:42



ფონდ „ქართუს" დაფინანსებით, ბათუმში, გენერალ აბაშიძისა და ლეონიძის ქუჩების მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების პირველი სარაგბო ბაზა აშენდა, რომელიც რაგბის ორ მოედანს აერთიანებს. ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედნები 2484 და 5000 მაყურებელზეა გათვლილი. სარაგბო კომპლექსში დამხმარე შენობები და ავტოსადგომი შედის. თანამედროვე სტანდარტების კომპლექსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.


სამშენებლო სამუშაოები ასოციაცია „ატუმ" 2014 წელს დაიწყო.  სარაგბო ბაზის მშენებლობის მთლიანი ღირებულება 7  355 157 ლარს შეადგენს. აქედან, 3 596 000 ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯა.


ღონისძიებას დაესწრებიან: ფონდი „ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი; აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და სხვა ოფიციალურიპირები.


რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფონდმა „ქართუმ" უკვე განახორციელა11 პროექტი. ფონდი კვლავ აგრეძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვა სარაგბო კომპლექსების მშენებლობა  თბილისსა და თელავში. ფონდ „ქართუს" მიერ აშენებული სარაგბო ბაზები საერთო ჯამში 21 მოედანს მოიცავს.


აჭარაში რაგბი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში წვრთნას 900-მდე სპორტსმენი გადის.


 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი