logo_geo
მიეცი ხმა თბილისს „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ში მხარდასაჭერად
- +

16 იანვარი. 2020. 00:49

 

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ში მონაწილეობისა და თბილისის მხარდასაჭერად მოქალაქეებისთვის ინფორმაცია გამოაქვეყნა. ხმის მიცემა შესაძლებელია ნებისმიერი გეოგრაფიული მდებარეობიდან/ლოკაციიდან.


ინტერნეტმომხმარებლები თბილისისთვის ხმის მისაცემად უნდა შევიდნენ მისამართზე -  http://www.vote.ebdest.in/

ხმის მიცემა დაიწყო დღეს, 15 იანვარს და 5 თებერვალს დასრულდება. ხმის მიცემის წესი - ერთი IP მისამართიდან შესაძლებელია 7 დღეში ერთხელ, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე.

 

თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ში (EBD) მონაწილეობს. საერთაშორისო კონკურსისთვის რვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები შეირჩა.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2020 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულების კონკურსში თბილისის კონკურენტები იქნებიან: ლონდონი, ვენა, ათენი, რომი, ამსტერდამი, პრაღა, ბრიუსელი, კრაკოვი, პარიზი, ვალენსია, ლუგანო და ა.შ. 

 

მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, თუ როგორი მაგარი ქვეყანა ვართ, როგორი მაგარი ქალაქია თბილისი, როგორი მაგარი ხალხი ვართ, როგორი სტუმარ-მასპინძლობა ვიცით, როგორი კულტურა და ტრადიციები გვაქვს. ეს ყველაფერი უნდა წამოვწიოთ წინ, რადგან ეს არის ის, რითაც ვამაყობთ და რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა. მაქსიმალურად უნდა ვაჩვენოთ ეს მსოფლიოს, რათა ყველას მიეცეს შესაძლებლობა, ერთხელ მაინც ესტუმროს საქართველოს, თბილისს. ადამიანები, რომლებიც ერთხელ მაინც ყოფილან აქ, აუცილებლად ბრუნდებიან თავის მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

#VოტეFორთბილისი

 

 

big_banner
არქივი