logo_geo
მამუკა მდინარაძე: ანრი ოხანაშვილის შვილს ფსიქოლოგის დახმარებაც კი სჭირდება, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია
- +

16 იანვარი. 2020. 11:29

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებით, ბაკურიანში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი კუთხითაც მიმდინარეობს გამოძიება და თუ რაიმე დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

 

„მოსისხლე მტრები რომ ხვდებიან ერთმანეთს, საქართველოში ასე ხდება, თუ ცოლ- შვილთან ერთად არის ადამიანი, არ ერჩიან და ამაზე ლაპარაკიც კი არ ხდებოდა ხოლმე და ამ შემთხვევაში დანაშაულის გაუგონარი მოქმედებაა, რომ 2, 4 და 6 წლის ბავშვებთან ერთად, მის მამას აყენებ მძიმე შეურაცხყოფას და ამ ბავშვებს ემუქრები. მე მქონდა კომუნიკაცია რამდენჯერმე და ერთ- ერთ მათგანს ფსიქოლოგის დახმარებაც კი სჭირდება, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ერთ-ერთი ბავშვი. წარმოიდგინეთ, რომ ამ დანაშაულზე თუ უდანაშაულობაზე უნდა ვილაპარაკოთ ერთი კვირის განმავლობაში. გაუგონარი სისასტიკეა და გაუგონარი დანაშაული.

 

რაზეც არის დაკავებული, ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა. როგორც მაცნობეს, სისხლის სამართლის კუთხით, ცალკე მიდის გამოძიება, იქ თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, შესაბამისი რეაგირება იქნება. ასეთი შემთხვევები რეაგირების გარეშე არასდროს უნდა დარჩეს, რომ ვერც მორალურად და ვერც კანონის წინაშე ვერავინ გაბედოს მსგავსი მარაზმატიკული ქმედებების ჩადენა. 2, 4 და 6 წლის ბავშვებთან როცა არის ადამიანი, არასდროს მოსისხლე მტერიც კი არ იფიქრებდა, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

big_banner
არქივი