logo_geo
კახა კალაძე: ჩუღურეთის რაიონში 2 ძალიან კარგი პროექტი განვახორციელეთ
- +

17 იანვარი. 2020. 01:32

 

თბილისის ერთ-ერთ ძველ რაიონში, ჩუღურეთში განხორციელებული პროექტების შესახებ, თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს: ორი ძალიან კარგი პროექტი განვახორციელეთ. ერთი ძველი ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და შეუძლებელი იყო სწავლის პროცესის გაგრძელება. მეორე - ახალი კორპუსის მშენებლობა“.

კალაძის თქმით, ჩუღურეთის რაიონი არის იმ რაიონებს შორის, სადაც საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა ძალიან დიდია. იცით, რომ ბავშვების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. საბავშვო ბაღებში მომსახურების ხარისხი არის გაცილებით მაღალი, ვიდრე კერძო საბავშვო ბაღებში. საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

 

რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ მუშაობას და გვინდა, რომ ყველა რაიონში ასეთი მაღალი დონის ბაღები გავხსნათ“, - წერს კახა კალაძე.

 

მისივე ინფორმაციით, შენობაში ოთხი სააღმზრდელო ჯგუფი და ღონისძიებების დარბაზია განთავსებული. ძველი, ამორტიზებული შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად, ახალი ადაპტირებული კორპუსის მშენებლობა N10 ბაღის ტერიტორიაზე 2019 წელს დაიწყო. ახალი კორპუსის მშენებლობის პარალელურად, ბაღის ეზოში მოეწყო სათამაშო სივრცეები და საბავშვო მოედნები, დაირგო დეკორატიული მცენარეები, შეიღება ბაღის სხვა კორპუსები და შეიცვალა ავარიული ღობე.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი