logo_geo
მეუფე მელქისედეკი ეკლესიის მიმართ ნდობის რეიტინგის კლებაზე: სამწუხარო ფაქტია, ბევრი გადის ქვეყნიდან, მომხრეებიც ალბათ, გასულები არიან
- +

19 იანვარი. 2020. 18:15

 

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მეუფე მელქისედეკის განცხადებით, სამწუხარო ფაქტია, რომ საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევამ საპატრიარქოს მიმართ ნდობის შემცირება აჩვენა.

 

მეუფე მელქისედეკი ვარაუდობს, რომ ეკლესიის მრევლი საზღვარგარეთ არის გასული.

 

„ეს სამწუხარო ფაქტია. ყველაფერი მოქმედებს, ალბათ, ესეც არის ამის მიზეზი. მე არ გამოვრიცხავ კიდევ ერთ რამეს, ბევრი გადის ქვეყნიდან, მომხრეებიც ალბათ, გასულები არიან“, - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი