logo_geo
სოფო კილაძე: სოციალურ მუშაკებს მოვუმატეთ ხელფასი
- +

20 იანვარი. 2020. 14:00

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე სოფიო კილაძემ გასული წლის საქმიანობა შეაჯამა.

 

სოფო კილაძის განცხადებით, სოციალურ მუშაკებს ხელფასები მოემატათ.  მისი თქმით, ადამიანთა უფლებების კომიტეტმა უამრავი კარგი ინიციატივა წამოწია წინა პლანზე.

 

ჩვენ ვმუშაობთ სოციალური მუშაკის იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე, რომელი ცვლილებებიც 2018 წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა, სწორედ ადამიანთა უფლებების კომიტეტის ინიციატივით. სოციალურ მუშაკებს მოვუმატეთ ხელფასი და ბევრ სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯსაც გადავდგამთ, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს კომიტეტმა ჩატარებული 33 სხდომიდან 459 კანონპროექტი განიხილა.

 

big_banner
არქივი