logo_geo
გლდანში 26 ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა
- +

20 იანვარი. 2020. 18:51

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 26 ოჯახს, ბინის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

 

გლდანის I მ/რ-ის N3ბ-ში 17 ოჯახი დაახლოებით 20 წელია ცხოვრობს, ხოლო გმირი კურსანტების N1-ში 9 ოჯახი – 10 წელზე მეტია. ამ ოჯახებმა საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღეს.

თბილისის მერის განცხადებით, საცხოვრებელი ფართები უკვე 800-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.

 

„თქვენ იცით, რომ ეს პროგრამა უკვე დიდი ხანია მოქმედებს. მას შემდეგ, რაც ჩვენ ოფიციალურად შევუდექით ჩვენი უფლებამოსილების განხორციელებას. ეს იყო ჩემი დაპირება წინასაარჩევნოდ, რომ ასეთ ოჯახებს დავეხმარებოდით და ხელს შევუწყობდით. მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ გარკვეული პრობლემები, შეიძლება ბიუროკრატიულიც, შეიძლება საბუთების მოგროვების თვალსაზრისით. გამგეობებისა და მუნიციპალიტეტის ყველა სამსახურის ჩართულობით, 800-ზე მეტ ოჯახს უკვე მიეცა შესაძლებლობა, ის ბინები, სადაც ისინი ათეულობით წელი ცხოვრობენ, დაეკანონებინათ. დღეს 26 ოჯახს გადავეცით ფართების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. ვულოცავ ამ ადამიანებს, ძალიან დიდია სიხარული და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში ბევრი ასეთი სიხარული იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

big_banner
არქივი