logo_geo
მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დაიწყო
- +

21 იანვარი. 2020. 00:57

 

გლდანის რაიონის მოსახლეობას და ადგილობრივ მოვაჭრეებს წლებია აწუხებს  მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ არსებული მიწიქვეშა გადასასვლელსის მძიმე მდგომარეობა.  მიწისქვეშა ნაგებობაში სხვადასხვა სახის სავაჭრო და კვების ობიექტია განთავსებული.  სანიაღვრე სისტემის მოუწესრიგელობის გამო, წვიმების დროს  გადასასვლელი და იქ არსებული მაღაზიები იტბორება.    

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, გლდანის რაიონში მიმდინარე მასშტაბური სამუშაოები დაათვალიერა, რა დროსაც განაცხადა, რომ  დაწყებულია ძალიან მნიშვნელოვან პროექტი -  მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია,  რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

 

რადგან ამდენი თანხა იხარჯება და ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეაბილიტირდეს მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელშიც წვიმის დროს წყალი ჩამოდის და სერიოზულ პრობლემას ქმნის როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ისე იმ სავაჭრო ფართებისთვის, რომელიც აქაა განთავსებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მისივე ინფორმაციით, დაწყებული სამუშაობის გამო აღნიშნული მონაკვეთი ერთი თვის განმავლობაში გადაიკეტება, რისთვისაც ბოდიშს უხდის  მოსახლეობას.

 

„ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას შეფერხებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურა იყოს გამართული. ძალიან სწრაფად დავამთავრებთ ამ პროექტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე ინფორმაციით, უკვე დაწყებულია მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები.   

 

 

 

 

 

big_banner
არქივი